Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვინმეს თუ გაგიგიათ ციხიდან სულხანის წუწუნი ავად ვარო? – ნანა კაკაბაძე

მარშალ პრესი 21/11/2022
ნანა კაკაბაძე

ვინმეს თუ გაგიგიათ ციხიდან სულხანის წუწუნი ავად ვარო?-მე არ გამიგია…ეს ისე შედარებისთვის – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კაკაბაძე წერს, სულხან მოლაშვილი სასჯელს მე-7 საპყრობილის სარდაფში იხდიდა, რომელიც შსს შენობაში იყო განთავსებული. მხოლოდ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოთხოვნის შემდეგ გადაიყვანეს სულხანი ციხის საავადმყოფოში.

„სულხან მოლაშვილი სააკაშვილის რეჟიმმა 2004- ში დააპატიმრა. სულხანი სასჯელს მე 7 ე საპყრობილის სარდაფში იხდიდა, რომელიც შსს შენობაში იყო განთავსებული. მხოლოდ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოთხოვნის შემდეგ გადაიყვანეს სულხანი ციხის საავადმყოფოში. საკანი რომელშიც სულხანი იჯდა სიგრძეში 3 ნაბიჯიც არ იყო, საკანში არ არსებობდა ელექტრო გაყვანილობა, არ ქონდა პატარა სარკმელიც კი სინათლის სხივს რომ შემოეღწია, იწვა რკინის ნარზე, რომელსაც მიშას ჯალათები ღამე ჩამოუწევდნენ და დილით აკეცავდნენ კედელზე, არ ქონდა რკინის სკამიც კი რომ ჩამომჯდარიყო.

არ ჰქონდა ლეიბი და თეთრეული. “ბალანდის” საჭმელად ჰქონდა რკინის ჯამი (“მისკა”), მაგრამ არ ჰქონდა კოვზი ან ჩანგალი…ჩემთან შეხვედრის შემდეგ მათიას იორში(ევროპარლამენტარი საქართველოში ადამიანის უფლებებზე მომხსენებელი იმ დროს) ჩემი დაჟინებული თხოვნით, მივიდა სულხანის მოსანახულებლად, კარები რომ გამოუღეს, გარედან შესული სინათლის ეფექტზე სულხანი მუხლებში ჩაიკეცა და დაეცაო მოყვა იორშმა.

იქიდან გამოსულ იორშსს ელენე თევდორაძისთვის უკითხავს: აი იქ რომ ჩამოხვალთ სტრასბურგში ამაზე რა პასუხი გაქვთო?(ეს თვითონ ელენემ მომიყვა, ის ახლდა მათიას იორშს ციხეში). ვინმეს თუ გაგიგიათ დასავლეთიდან ხმა იმ სტრუქტურისა, რომელსაც იორში წარმოადგენდა?-მე არ გამიგია. სულხანი გამოვიდა ციხიდან გამეათედებული, გამხდარი და უმძიმესი ავადმყოფი, რომელიც მკურნალობის მიუხედავად მალევე გარდაიცვალა. ვინმეს თუ გაგიგიათ ციხიდან სულხანის წუწუნი ავად ვარო?-მე არ გამიგია…ეს ისე შედარებისთვის. ნათელი მის ხსოვნას“– წერს ნანა კაკაბაძე.

Post navigation

Previous: 12 წლის გოგო რომ დაორსულდება, მანდ სახელმწიფოს კი, არა მაგის მშობლებს უნდა მოუ..ნა პატრონი – ოთარ სტეფანიშვილი
Next: ვინც ამ ყველაფერს ემხრობით, რომ შვილი ტრაკზე წამორტყმით არ უნდა გაზარდო, ხართ საკუთარი შვილების მტრები – ბესო ჩუბინიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.