Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: საფრანგეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობები

მარშალ პრესი 20/11/2022
ირაკლი ბერაია

მადრიდში მიმდინარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია საფრანგეთის დელეგაციას შეხვდა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე და ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე ისაუბრეს. აღინიშნა საქართველოს ნატოში გაწევრების მნიშვნელობა და პროგრესი, რომელიც საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე აქვს.

„საფრანგეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და ჩვენი ამოცანაა ამ ქვეყანასთან კიდევ უფრო გავაღრმაოთ და გავაფართოოთ ურთიერთობები, მათ შორის, განსაკუთრებით ეს ეხება პარლამენტთაშორის ურთიერთობებს“, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, ირაკლი ბერაიასთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები: ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია შედიან.

Post navigation

Previous: მცხეთის სამხედრო ბაზაზე სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
Next: გია ცაგარეიშვილი: მიხეილ სააკაშვილი ციხეში ვერ და არ მოხვდებოდა, უმძიმესი დანაშაულები რომ არ ჩაედინა. ის კანონიერად, სამართლიანად იხდის სასჯელს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.