Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • საზოგადოება

ყველაზე ლოგიკური და სამართლიანი ბავშვის სკოლაში შესვლის ასაკის 31 დეკემბრამდე გადაწევაა – გიორგი ამილახვარი

მარშალ პრესი 08/04/2022
გიორგი ამილახვარი

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი ამილახვარის თქმით, ყველაზე ლოგიკური და სამართლიანი სკოლაში შესვლის ასაკის 31 დეკემბრამდე გადაწევაა. ამის შესახებ გიორგი ამილახვარმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, წლების განმავლობაში მშობლების მხრიდან წუხილი გამოითქმებოდა ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ საკითხი კომიტეტის წლიურ სამოქმედო გეგმაში ჩაიდო.

„განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, მეთოდისტებთან, დარგის ექსპერტებთან, ფსიქოლოგებთან კონსულტაციის შედეგად, რამდენიმე კვირიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად ჩამოვაყალიბეთ ხედვა და კონცეფცია. პირადად მეც და ჩვენი გუნდის წევრებსაც მიგვაჩნია, რომ ყველაზე ლოგიკური და სამართლიანი ბავშვის სკოლაში შესვლის ასაკის 31 დეკემბრამდე გადაწევაა. ვინაიდან მშობლების მომართვიანობა ძალიან მაღალია, რადგან რამდენიმე დღის გამო შეიძლება ბავშვს მოუწიოს ერთი წლის გამოტოვება. იმისთვის, რომ ეს წელსვე შეხებოდა გარკვეულ კატეგორიას, განსაკუთრებით მათ, ვინც სექტემბერშია დაბადებული, პირველი წერტილოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ და უკვე დავაინიცირეთ საქართველოს პარლამენტში, რომელსაც დაჩქარებული წესით განვიხილავთ. პირველ ოქტომბრამდე დაბადებულ ბავშვებს, დაახლოებით 2500 მოსწავლე ხვდება ასეთ კატეგორიაში, ეს რეგულაცია წელსვე შეეხება. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და სისტემა უკვე იწყებს მზადებას. ჩვენ გვჭირდება დრო, ვინაიდან მოსწავლეების საკმაოდ დიდ რაოდენობას ეხება და ამისთვის მოსამზადებელია სასკოლო ინფრასტრუქტურა. შენდება ახალი სკოლები, სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, შესაძლოა ყოველ წელს ერთი თვით გადაიწიოს ვადა და მივალთ იმ ყველაზე სასურველ და სამართლიან წყალგამყოფამდე, რომელიც 31 დეკემბერია“ – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

Post navigation

Previous: როდის აქეთ გახდა კალაძე საქართველოს ოკუპაციის თანამონაწილე? იმათ მიმართოს ვის გვერდითაც დადგა, ვის სინდისზეც არის 2008 წლის ომი და საქართველოს ტერიტორიების 20% – ს დაკარგვა – ნინო ფოჩხუა
Next: ბრძოლებში ნანახმა გამოცდილებამ ამ ხნის კაცს ვეღარაფერი გასწავლათ? – ედიშერ გვენეტაძე აკია ბარბაქაძეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.