Skip to content
11/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპარლამენტარი იოზას ოლეკასი: რუსეთის აგრესია 2008 წელს, შემდეგ 2014 წელს უკრაინაში, საკმარისი არ აღმოჩნდა იმის გასაცნობიერებლად, რომ რუსეთი მშვიდობისთვის არ არის მოწოდებული

მარშალ პრესი 20/11/2022
იოზას ოლეკა

ის, რომ რუსეთი მშვიდობისთვის არ არის მოწოდებული, საამისოდ ბევრი მტკიცებულება გვაქვს. ჩვენ, ბალტიელები და თქვენ, თქვენი რეგიონის ქვეყნები ყოველთვის ვამბობდით, რომ რუსეთი მშვიდობას და მეზობლებს საფრთხეს უქმნის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, იოზას ოლეკასმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჯერ საქართველოსკენ მიმართული აგრესია 2008 წელს, პუტინის რეჟიმის აგრესია უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით 2014 წელს ბევრი დასავლური ქვეყნისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ ეს კარგად გაეცნობიერებინათ. მაგრამ ახლა უკრაინის წინააღმდეგ პუტინის მორიგი აგრესიის შემდეგ ყველა ხედავს, რომ ეს სიმართლეა და უნდა ვიმოქმედოთ უფრო სერიოზულად, უფრო გაერთიანებულებმა.

ჩვენ აქ, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზეც შეგვიძლია, ვაჩვენოთ მტკიცე ერთობა განსხვავებულ პოლიტიკურ ჯგუფებსა თუ ქვეყნებს შორის. ეს ასევე გვაჩვენებს იმას, რომ უნდა განვამტკიცოთ თავდაცვა. საამისოდ მეტი რესურსი მოვიძიოთ და მტკიცე ერთობა შევქმნათ. საქართველოს დამატებითი შესაძლებლობები აქვს, ეს ადრეც მითქვამს – დემოკრატიის განმტკიცება, კანონის უზენაესობა, შეიარაღებული ძალების მომზადება, საზოგადოების ერთიანობა და ნატო-ში გაწევრიანება – ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროცესს და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მადრიდში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 68-ე სესია გრძელდება. საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც.

Post navigation

Previous: გიორგი გამსახურდია: ღირსება რა მოსატანია როგორც მიშა იქცევა ციხეში და თუნდაც გარეთ,მაგრამ თავის ამფსონებს მაინც შეხედოს, ამდენი მაინც არ უტირიათ
Next: რატი ბრეგაძე: გათელილი ღირსებიდან მივედით ღირსების უზენაესობამდე. სახელმწიფომ გაისიგრძეგანა, რომ მისი უმთავრესი ვალდებულება ადამიანის ღირსების დაცვაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.