რატომ უნდა იყოს სანდო იმ ადამიანის მიერ ჩატარებული კვლევები, რომელიც ადამიანების ხმებს იპარავდა და არჩევნების შედეგებს აყალბებდა?

150
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

Edison Research-ი, Ipsos-ი, ეს ყველაფერი არის სააკაშვილის ორგანიზაციებს ამოფარებული სახელები, ბრენდული ორგანიზაციები, რომლების სახელებსაც ატარებს ეს კვლევები და სხვა არაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ონში თემის კომენტირებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კვლევებს ატარებს ლევან თარხნიშვილი.

„მოსახლეობას შევახსენოთ, ვინ არის ლევან თარხნიშვილი – ის სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იყო ცესკოს თავმჯდომარე და არჩევნების მთავარი გამყალბებელი. წარმოიდგინეთ, კაცი, რომელიც ყველაზე დიდ დანაშაულს სჩადიოდა, ადამიანების ხმებს იპარავდა და აყალბებდა არჩევნების შედეგებს, ამ ადამიანის მიერ ჩატარებული კვლევები რატომ უნდა იყოს სანდო? ნული სანდოობა აქვს ამ კვლევებს, ეს უკვე 7 არჩევნებში დადასტურდა.

მათ მიერ წინასწარ გამოქვეყნებული ეს კვლევები მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ ამ მანიპულაციებით და ციფრებით მოსახლეობას განსხვავებული მოსაზრებები ჩამოუყალიბონ, მაგრამ მთავარი კვლევა და შედეგი დაიდება 2 ოქტომბერს, არჩევნების დღეს და ჩენი მოსახლეობას, ჩვენი ბრძენი, გონიერი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას. მომდევნო 3 წელი ქვეყანაში არ იქნება არჩევნები, ყველა უნდა დაემორჩილოს არჩევნების შედეგებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება