Skip to content
02/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგებით დასრულდება

მარშალ პრესი 20/11/2022
ირაკლი ბერაია

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში პოლიტიკური კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, სადაც გადის რეზოლუცია სახელწოდებით „ნატო ახალ სტრატეგიულ ერაში“. სამუშაო ვერსიაში, ჩანაწერი არის საქართველოს თაობაზე და პირდაპირ არის აღნიშნული, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოები მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. როგორც საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციაა. ეს ასამბლეა დასრულდება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგებით, სადაც ნატოს წევრი სახელმწიფოების კანონმდებლები ეტყვიან ყველას, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება, რომ ვერცერთი მესამე სახელმწიფო ასპირანტი სახელმწიფოების ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს ვეტოს ვერ დაადებს. როდესაც გვქონდა შეხვედრები, ყველამ დააფიქსირა, რომ შეცდომა იყო 2008 წელს საქართველოს ნატოში არმიპატიჟება და რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან ქმედით ნაბიჯებს დგამენ“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

Continue Reading

Previous: ანე გენეტი: საქართველო არის შავი ზღვის რეგიონის ქვეყანა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. შავი ზღვის უსაფრთხოება ნიშნავს ევროპის უსაფრთხოებას
Next: ბულგარეთში სტამბოლის ტერაქტთან კავშირში მყოფი ხუთი პირი დააკავეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025