წყალტუბოში სკოლის მოსწავლე დაჭრეს

177
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

გავრცელებული ინფორმაციით, წყალტუბოში 18 წლის ბიჭი დაჭრეს. მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევა მესამე საჯარო სკოლასთან მოხდა.

როგორც ცნობილია, დაჭრილი ახალგაზრდა ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე იყო. ის სავარაუდოდ, 20 წლამდე კაცმა დაჭრა.

ჩხუბის მიზეზი უცნობია, დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში Topnews.com.ge-ს განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 117-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება