Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილმა ყელი მოიღერა და სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე გამოჩნდა

მარშალ პრესი 20/11/2022
ლევან ხაბეიშვილი

არ შეიძლება პრეზიდენტების სასაკლაოდ გადავაქციოთ ჩვენი ქვეყანა, ამიტომ უნდა მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მკურნალობას არ და ვერ უზრუნველყოფს.

„პუტინთან მეომარ მთავარსარდალს კლავენ წამებით და ამაზე საუბრობს ევროპული რეზოლუციები. მნიშვნელოვანია სწრაფად მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და მკურნალობა მესამე ქვეყანაში. აქ ვერ და არ უზრუნველყოფს საქართველოს ხელისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილის მკურნალობას და ამაზე მეტყველებს ის დასკვნები, რომელიც გზადაგზა წამოგვეწევა ხოლმე საზოგადოებაში. პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის უმნიშვნელოვანესი, ეს არ არის პარტიული საკითხი, ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი. არ შეიძლება პრეზიდენტების სასაკლაოდ გადავაქციოთ ჩვენი ქვეყანა, ამიტომ უნდა მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

Post navigation

Previous: დაპირისპირება ანი მიროტაძესა და ანი წითლიძეს შორის (ვიდეო)
Next: ანე გენეტი: საქართველო არის შავი ზღვის რეგიონის ქვეყანა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. შავი ზღვის უსაფრთხოება ნიშნავს ევროპის უსაფრთხოებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.