ცნობილი ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი გარდაიცვალა

213
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

85 წლის ასაკში საქართველოს პირველი არხის ტელეწამყვანი, დავით სოკოლოვი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ.

საქართველოს ტელევიზიის დაარსების პირველივე წლებიდან დავით სოკოლოვი საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“, ასევე არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის წამყვანად ათეულობით წლის განმავლობაში მუშაობდა.

ტელევიზიის პარალელურად კი, რადიოშიც აგრძელებდა გადაცემების წაყვანას.

დავით სოკოლოვს მთაწმინდის პარკში, თბილისის ტელეანძის მიმდებარედ წელს ვარსკვლავი გაუხსნეს.

 

კომენტარები
რეკლამა
მოწონება