Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხავიერ კოლომინა: ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოსთან ძალიან ეფექტიან მუშაობას

მარშალ პრესი 19/11/2022
ხავიერ კოლომინა

ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოსთან ძალიან ეფექტიან მუშაობას, – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ მადრიდში განაცხადა, სადაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია იმართება.

„როგორც იცით რამდენიმე თვის წინ მადრიდში დავამტკიცეთ დახმარების პაკეტი საქართველოსთვის, ასევე მოლდოვასა და ბოსნია ჰერცეგოვინასთვია. ახლა ჩვენ გვექნება ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტერიალი, რომელზეც მოწვეული იქნება საქართველო.

ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ კავკასიაზე, ასევე განსხვავებულ დინამიკაზე და რასაკვირველია რუსეთის ჩარევაზე, ასევე იმაზე თუ როგორ განვავითაროთ პარტნიორობა და რით შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს, რათა მან გააგრძელოს იმ მოთხოვნების შესრულება, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ საქართველო მზად იყო წევრობისთვის“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.

მსოფლიოს მთავარ გამოწვევაზე სამსჯელოდ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია იმართება. შეხვედრის ადგილი მადრიდია. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიწვეულია საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც.

Post navigation

Previous: ზაიდა კანტერა: ვფიქრობთ, რომ 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის გზაზე საქართველო სწორ გზას ადგას
Next: ლორონ ნასა: უნგრეთის პარლამენტიც და მთავრობაშიც მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.