Skip to content
23/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ომის პარტიის ინტერესი აისახება EPP-ის რეზოლუციაში, ხოლო მეორე მხარეს არიან ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებსაც არ აქვთ ეს ინტერესი და შესაბამისად, მათი განცხადებებიც ობიექტურია

მარშალ პრესი 19/11/2022
ირაკლი კობახიძე

გლობალური ომის პარტია საკმაოდ ძლიერია თავისი გავლენებით. მაგრამ არიან სხვა პოლიტიკოსები და სტრუქტურები, რომლებიც არ განეკუთვნებიან ომის პარტიას. შესაბამისად, მათი განცხადებებიც და გადაწყვეტილებებიც არის ობიექტური“- ამის შესახებ „ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

შეკითხვაზე, რატომ არის მკვეთრი აცდენა ევროკომისრის გზავნილებსა და ევროპარლამენტართა პოლიტიკურ ჯგუფების წარმომადგენლებს შორის, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არსებობს ორი განსხვავებული ინტერესი.

„არის გლობალური ომის პარტია და არიან სხვა პოლიტიკოსები. გლობალური ომის პარტია საკმაოდ ძლიერია თავისი გავლენებით. ვინ არიან ესენი, როგორ არიან და ა.შ. ამაზე არ დავკონკრეტდები, მაგრამ თავისი გავლენები აქვთ. მაგრამ არიან სხვა პოლიტიკოსები და სტრუქტურები, რომლებიც არ განეკუთვნებიან ომის პარტიას. აქედან გამომდინარე, არსებობს ორი განსხვავებული ინტერესი. ერთი ინტერესი – ომის პარტიის ინტერესი აისახება EPP-ის რეზოლუციაში, აისახა სამწუხაროდ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, საგარეო კომიტეტის რეზოლუციაშიც. მეორე მხარეს არიან ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებსაც არ აქვთ ეს ინტერესი და შესაბამისად, მათი განცხადებებიც და გადაწყვეტილებებიც არის, რა თქმა უნდა ობიექტური“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ვახტანგ გომელაური: ბოლო წლებიდან გამომდინარე დღეს ერთ-ერთ საუკეთესო მდგომარეობაში ვართ. სტატისტიკის კუთხით, დაწეულია დანაშაულის რიცხვიც, გახსნის მაჩვენებელიც გაზრდილია
Next: ირაკლი კობახიძე: დეპოლარიზაციის მთავარი გასაღები მდგომარეობს იმაში, რომ ნაცმოძრაობამ უნდა გააგრძელოს დასუსტება – ჩვენ ამ პროცესს ხელს შევუწყობთ, ამან უნდა მიგვიყვანოს საბოლოო დეპოლარიზაციამდე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025