„ევროპული საქართველო“, როგორც პარტია, აღარ არსებობს, მათ გაიარეს გზა 21-კაციანი ფრაქციიდან ერთი ადამიანის პარტიამდე – შალვა პაპუაშვილი

229
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

„ევროპული საქართველო“, როგორც პარტია, აღარ არსებობს, მათ გაიარეს გზა 21-კაციანი ფრაქციიდან ერთი ადამიანის პარტიამდე, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა თემის კომენტირებისას.

​„ევროპულმა საქართველომ“ დაამტკიცა, რომ არის რადიკალური პარტია, რომელმაც გადაწყვიტა სრულად მარგინალიზება. მათ გადაწყვიტეს, რომ აღარ იყვნენ დემოკრატიული პროცესების მონაწილე და გაემიჯნენ დემოკრატიას. ამ პარტიის მიმართ შესაბამისი იქნება ჩვენი დამოკიდებულებაც. ვინც არ აღიარებს დემოკრატიას, რა თქმა უნდა, მათთან ვერ გვექნება ისეთი ურთიერთობა, რომელიც არის დემოკრატიული პროცესის მონაწილე.

„ევროპული საქართველო“, როგორც პარტია აღარ არსებობს, ეს არის ერთი ადამიანის პარტია და ეს არის ის გზა, რომელიც მათ გაიარეს 21-კაციანი ფრაქციიდან ერთი ადამიანის პარტიამდე. ეს არის მათი პოლიტიკური განაჩენი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღეს „ევროპულმა საქართველომ“ განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. „ევროპულ საქართველოს“ პარლამენტის ხუთი მანდატი ჰქონდა. მათი პარტიული სიიდან, დავით ბაქრაძე, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე უკვე შევიდნენ პარლამენტში. დღეს პარტია დატოვა და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო ტარიელ ნაკაიძემაც. პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება