Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია გადაიქცა კოლექტიურ ლევან ხაბეიშვილად და გიორგი ვაშაძედ, ეს არის კოლექტიური, როგორც ბატონი ლევანი იტყოდა, „ქურქუმალ ვაითი“

მარშალ პრესი 19/11/2022
ირაკლი კობახიძე

რადიკალური ოპოზიცია გადაიქცა კოლექტიურ ლევან ხაბეიშვილად და გიორგი ვაშაძედ, ეს არის კოლექტიური, როგორც ბატონი ლევანი იტყოდა, „ქურქუმალ ვაითი“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საშემოდგომო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საქართველოში ჩამოვიდა ევროკომისარი ვარჰეი, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი გაფართოებაზე, მეტი რა სტატუსი უნდა ჰქონდეს ამ კაცს არ ვიცი. ის არის უმაღლესი რანგის წარმომადგენელი, რომელიც უშუალოდ არის გაფართოებაზე პასუხისმგებელი და მან დადებითად შეაფასა ჩვენი გზა კანდიდატის სტატუსისკენ. სხვა რა უნდა მიიღო, რომ გაგიხარდეს და თქვენ ამასთან დაკავშირებით შფოთვა ვერ დამალეთ, გაღიზიანდით. იმიტომ, რომ თქვენი ინტერესები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ინტერესებთან. ეს არის თქვენი ბუნება და იმიტომ. რადიკალური ოპოზიცია გადაიქცა კოლექტიურ ლევან ხაბეიშვილად და გიორგი ვაშაძედ. ეს არის კოლექტიური, როგორც ბატონი ლევანი იტყოდა, „ქურქუმალ ვაითი“. თქვენ ხართ კოლექტიური „ქურქუმალ ვაითი“ და ამით სადაც შეხვალთ 2024 წელს, ამას ნახავს ქართული საზოგადოება“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: სააკაშვილს დემენცია თუ დაუდგინეს რაც უნდა ილაპარაკოს ყველა იტყვის, – ოჰ, ეგ ხომ შერყეულიაო!
Next: ირაკლი კობახიძე ჯინ შაჰინის განცხადებაზე: ის საუბრობს, რომ უნდა გადაიხედოს საქართველოს სახელმწიფოსთან პარტნიორული ურთიერთობები. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.