Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

38 დაავადების და ხელზე ძვლის გადანერგვის “საჭიროების მქონე” მიხეილ სააკაშვილი თურმე მოწამლეს – ვალერი გელბახიანს ფანტაზია გაეხსნა

მარშალ პრესი 19/11/2022
მიშა სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია, – ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მესამე პრეზიდენტის მოწამვლის შესახებ უცხოელების დასკვნის საფუძველზე საუბრობს. მისი თქმით, მოწამვლის შესახებ ეჭვი დიდი ხნის წინ თავად მიხეილ სააკაშვილსაც ჰქონდა.

„უცხოელების ექსპერტიზის დასკვნაა. კვლევის ნაწილში არის მონაცემები თუ რა ელემენტები და ნაწილაკები ნახეს და რომელი მომწამლავი ნივთიერებისთვისაა დამახასიათებელი ეს ნაწილაკები. გამოკვლევის მთელი სერიაა. ხოლო თუ რა მომწამლავ ნივთიერებებზეა საუბარი ამის შესახებ მოგვიანებით ვიტყვით. გიდასტურებთ ფაქტს, რომ მოწამლულია“, -აცხადებს გელბახიანი.

კითხვაზე, არის თუ არა საუბარი ისეთ მომწამვლელ ნივთიერებებზე, როგორიცაა – ვერცხლისწყალი, ბარიუმი და კალიუმი, გელბახიანი ასე პასუხობს: „ასეთი მონაცემები არის, მაგრამ ამაზე დეტალურად ბრიფინგი გვექნება“, -აღნიშნა გელბახიანმა.

რაც შეეხება იმას, თუ რა დროიდან არის მოწამლული მიხეილ სააკაშვილი, ციხეში ყოფნის დროს თუ ციხიდან კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, გელბახიანი განმარტავს, რომ ამას გამოძიება სჭირდება და დეტალებზე ბრიფინგზე ისაუბრებს, რომელიც ორ დღეში ჩატარდება.

„ყველა დაავადება, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს შეიძლება ამ მოწამვლით იყოს გამოწვეული. თვითონ ინფორმირებულია, დიდი ხანია ეჭვი ჰქონდა, რომ მოწამლული იყო. სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა მისი დაავადებები“, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

Post navigation

Previous: მცირეწლოვან შვილებზე ძალადობის მუხლით დაკავებული მამაკაცის ადვოკატი აცხადებს, რომ ბავშვები სინამდვილეში „დედის მძევლები არიან“
Next: თაკო ჩარკვიანმა ნიკა მელიას მათრახი გადაუჭირა და მკვლელობაში თანამონაწილეობა დააბრალა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.