28 წელი სოხუმის დროებით დაცემიდან – ამერიკის ელჩმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

133
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

სოხუმის დროებით დაცემიდან დღეს 28 წელი გავიდა. ამ დღის გახსენებისა და  დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა, თავდაცვის ატაშე პოლკოვნიკმა სტეფანი ბეგლიმ და საქართველოში უოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის წევრებმა გმირთა მოედანი გვირგვინით შეამკეს.

“28 წლის წინ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების წინააღმდეგ სოხუმი დაეცა. ამ მძიმე ტრაგედიას ათასობით სიცოცხლე შეეწირა და ასობით ათას ადამიანს სახლის იძულებით დატოვება მოუწია.

ჩვენ ამ დღეს ვიხსენებთ მწუხარებით და იმედით, რომელიც ამდენი იძულებით გადაადგილებული ადამიანის გულში რჩება”– ვკითხულობთ თანდართულ ტექსტში, რომელიც ამერიკის საელჩოს ფეიოსბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება