Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას, საქართველომ მკაფიო და ძალიან აქტიური მხარდაჭერა გამოხატა – პრემიერი

მარშალ პრესი 08/04/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას, ჰუმანიტარულ დონეზე, ტვირთები გავაგზავნოთ, ყველა დონეზე, ყველა საერთაშორისო ფორმატში, საქართველომ მკაფიო და ძალიან აქტიური მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის, ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მარნეულში განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველომ არაერთხელ გამოხატა სოლიდარობა უკრაინელი მეგობრების მიმართ,  400 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა უკრაინაში და ეს პროცესი გაგრძელდება.

„კიდევ და კიდევ უდა მოვუწოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ომი. ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას, ჰუმანიტარულ დონეზე, ტვირთები გავაგზავნოთ, ყველა დონეზე, ყველა საერთაშორისო ფორმატში, საქართველომ მკაფიო და ძალიან აქტიური მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის, ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ, ჩვენი სოლიდარობა კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, დავადასტურეთ, 400 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა უკრაინაში და რა თქმა უნდა ეს პროცესი გაგრძელდება“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილს ასევე დაუსვეს კითხვა ალექსი არესტოვიჩის განცხადებაზე, თუ რატომ არ მოახდინეს მოსახლეობის ევაკუაცია.

„ძალიან მძიმე განსაცდელი უდგათ, ომში არიან და ყველა განცხადების კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ჩვენ ახლა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, მშენებლობა გვჭირდება, მთელი მთავრობა მოტივირებულია, რომ კიდევ უფრო მეტი სამუშაოები მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ
Next: წილკანში მოხუცთა თავშესაფარი შენდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.