Skip to content
09/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თამთა მეგრელიშვილი: სააკაშვილის რეჟიმის მიერ ნაწამები და დასნეულებული სულხან მოლაშვილი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შემდეგ სააკაშვილს რა მორალური უფლება აქვს პრეტენზია ჰქონდეს ციხის პირობებზე?!

მარშალ პრესი 19/11/2022
თამთა მეგრელიშვილი

სააკაშვილის რეჟიმის მიერ ნაწამები და დასნეულებული სულხან მოლაშვილი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ ის რჩება იმ დიდი უსამართლობის სახედ რომელიც სააკაშვილის სისტემას ჰქონდა, – წერს მოძრაობა ,,ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, სულხან მოლაშვილი დღემდე რჩება იმ დიდი უსამართლობის სახედ, რომელიც სააკაშვილის სისტემას ჰქონდა.

,,დღეს სულხან მოლაშვილის დაბადების დღეა! სულხან მოლაშვილი სააკაშვილის პირადი პატიმარი იყო! სულხან მოლაშვილის 1365-დღიანი წამების ქრონიკამ კიდევ ერთხელ ამხილა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი. პერიოდი მისი დაკავებიდან გარდაცვალებამდე იყო წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა.

სულხან მოლაშვილი დაკავებული იყო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის ბრალდებით, რატომ?! იმიტომ რომ მან კონტროლის პალატის თავმჯდომარეობის პოსტზე ყოფნის დროს გაბედა და შეისწავლა მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა იუსტიციის მინისტრობისა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის დროს, სადაც უამრავი დარღვევები აღმოაჩინა. სააკაშვილმა მას სწორედ ამ სიმართლის თქმა არ აპატია და ციხეში გამოამწყვდია.

იქ მისი წამებით ერთობოდნენ იმდროინდელი მაღალჩინოსნები. ის პირადად ასახელებდა სამ პირს, ვინც მის წამებას ორგანიზატორობდნენ და ესწრებოდნენ კიდეც, მათ შორის ბოკერიასაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ 2014 წელს დაადასტურა, რომ სულხან მოლაშვილი იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და რომ მოლაშვილის წინააღმდეგ ევროკონვენციის 4 მუხლი დაირღვა.
დიახ, ევროსასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ სულხან მოლაშვილის მიმართ დაარღვია ევროკონვენციის ყველაზე მძიმე მუხლები:
წამების აკრძალვა, თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება, სამართლიანი სასამართლო უფლება, მე-6 მუხლის ქვეპუნქტებიდან ერთ-ერთი იყო უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, დაცვის უფლების დარღვევა, ზოგადად არასამართლიანი სასამართლო და მეოთხე, წმინდა პოლიტიკური მე- 14 მუხლი, დისკრიმინაციის აკრძალვა, საიდანაც პირდაპირ ჩანდა, რომ მისი პატიმრობა იყო ხელისუფლების სურვილი, პოლიტიკური და პირადი ანგარიშსწორება.

სასამართლომ თქვა, რომ წამება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და სამართლიანი სასამართლოს წართმევა დაკავშირებული იყო შურისძიების მოტივთან, პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან და პირად ანგარიშსწორებასთან. სააკაშვილის რეჟიმის მიერ ნაწამები და დასნეულებული სულხან მოლაშვილი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ ის რჩება იმ დიდი უსამართლობის სახედ, რომელიც სააკაშვილის სისტემას ჰქონდა.

გეკითხებით, ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს რა მორალური უფლება აქვს სიტყვა დაძრას და პრეტენზია ჰქონდეს ციხის პირობებზე?! ( რაციონს ურჩევენ, ყველა გამოვლენილი სიმპტომატიკის შესაბამისად მკურნალობენ, ვიზიტორებს პრეზიდენტივით ხვდება)

მე თუ მკითხავთ, მან ყოველდღე უნდა ილოცოს, რომ მისი დროის ციხეში არ ზის! რომ არ აწამებენ, გარდაცვლილი პატიმრის სხეულზე არ აბამენ და ტანზე სიგარეტს არ აწვავენ!!! ეგდოს იქ, სადაც არის და მადლობა თქვას, როგორც არის!” – წერს მეგრელიშვილი.

Continue Reading

Previous: ირაკლი ლატარია: დღეს სულხან მოლაშვილის დაბადების დღეა, იმ მოლაშვილის, ვინც წლები აწამა წინა სისტემამ და ვინც იყო საჩვენებელი და ჭკუის სასწავლებელი იმათთვის, ვინც არ ემხრობოდა კოლექტიურ მეგის ქარდავებს
Next: კახეთში ნათესავებს შორის დაწყებული კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025