საბურთალოს საოლქო კომისიის თავმჯდომარე – გახშირდა საუბნო კომისიების წარმომადგენლებზე ზეწოლის ფაქტები, მინდა, მოვუწოდო არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი არ შეუშალონ საუბნო კომისიების მუშაობას

166
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საბურთალოს საოლქო კომისიაში შემავალ საუბნო კომისიების წარმომადგენლებზე ზეწოლის ფაქტები გახშირდა, – ამის შესახებ განცხადება საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ბესიკ ლაჩაშვილმა გააკეთა.

ლაჩაშვილის თქმით, დაფიქსირდა როგორც საუბნო-საარჩევნო კომისიებში უხეში შეჭრა, ისე კომისიის წევრების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები.

საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობას არ შეუშალონ ხელი.

„საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალ საუბნო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებზე ბოლო პერიოდში გახშირდა ზეწოლის ფაქტები, რაც ჩვენთვის, როგორც ოლქის ხელმძღვანელობისთვის, არის სრულიად მიუღებელი. დაფიქსირდა, როგორც საუბნო საარჩევნო კომისიებში უხეში შეჭრა, ისე კომისიის წევრების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები, მათ საქმიანობაში ჩარევა და ამ საქმიანობისთვის ხელის შეშლა, რაც, საერთო ჯამში, აზიანებს საარჩევნო პროცესებს. მინდა, მოვუწოდო არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, საარჩევნო პროცესებით დაინტერესებულ პირებს, არ შეუშალონ ხელი საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობას, ვინაიდან სწორედ ამ კომისიებმა უნდა გაუწიონ 2 ოქტომბერს არჩევნებს ორგანიზება“, – განაცხადა ბესიკ ლაჩაშვილმა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება