ბიძინა ივანიშვილი ბავშვობიდან ოცნებობდა, რომ როგორმე გახარიას იმედები გაემართლებინა – ირაკლი კობახიძე

464
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

ბიძინა ივანიშვილი ბავშვობიდან ოცნებობდა იმაზე, რომ როგორმე გახარიას იმედები გაემართლებინა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

კობახიძის თქმით, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ გიორგი გახარია არ არის თავის ამპლუაში და ის იძულებით არის პროცესში ჩართული, „საიდანაც აუცილებლად წაგებული გამოვა“.

„გუშინ გახარიამ თავისი განცხადებებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გავავრცელეთ მის პრობლემებთან დაკავშირებით, რეალურია. აბსოლუტურად არაადეკვატური განცხადებები გააკეთა პრემიერთან და ასევე ყოფილ თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. გახარია არის სრულიად აჭრილი, ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომელიც მის ინტერესებში არ შედის. ბიძინა ივანიშვილი ბავშვობიდან ოცნებობდა იმაზე, რომ როგორმე გახარიას იმედები გაემართლებინა. ბიძინა ივანიშვილმა გახარია დატოვა პრემიერად და დაუტოვა ისეთი გარემო, სადაც მას ერთადერთი უნდა ეკეთებინა – ქვეყნის საქმე. ასეთ დროს მან მყისიერად, ერთი თვეც არ იყო გასული ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლიდან, უღალატა ქვეყანას და გუნდს“ , – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ ასევე უპასუხა კითხვას, გიორგი გახარიამ მიიღო თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებები მათ შორის მინისტრების დანიშვნა, განიხილება პოლიტსაბჭოზე და როდესაც პრემიერს ამ ტიპის გადაწყვეტილებები აქვს მისაღები, ის აზრს პოლიტიკურ საბჭოს ეკითხება.

„რაც შეეხება თავის დროზე თავდაცვის მინისტრის დანიშვნას, მაშინ პრემიერი იყო გიორგი გახარია, პარტიის თავმჯდომარე იყო ბიძინა ივანიშვილი და ასეთი გადაწყვეტილებები, როდესაც ხდებოდა მთავრობის ფორმირება, ბუნებრივია, განიხილებოდა პოლიტსაბჭოს ფორმატში, სადაც ჩართული იყო პარტიის თავმჯდომარე და ასევე მაშინდელი პრემიერ-მინისტრი. ასეთი გადაწყვეტილებები ამ ფორმატში მიიღებოდა. პოლიტსაბჭო არის ის ორგანო პარტიაში, სადაც განიხილება ყველა საკვანძო გადაწყვეტილება, ასეთია მინისტრების დანიშვნაც და ყოველთვის, როდესაც პრემიერი ამ ტიპის გადაწყვეტილებები აქვს მისაღები, ის აზრს ეკითხება პოლიტიკურ საბჭოს. ეს არის ჯანსაღი პროცესი“,- განაცხდა კობახიძემ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება