Skip to content
28/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრის მთავარი გზავნილები პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას

მარშალ პრესი 18/11/2022
პრემიერი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ინტერპელაციის წესით პარლამენტის წინაშე სიტყვით წარდგა. რა იყო მთავრობის მეთაურის ძირითადი გზავნილები:

  • თქვენგან განსხვავებით ჩვენ ვემსახურებით საქართველოს !
  • ჩვენ ყველა ქვეყანას ვცემთ პატივს, მაგრამ ყველაზე მეტად ჯერ ჩვენი ქვეყანა გვიყვარს.
  • ასეთი დასუსტებული, დაქსაქსული, დეგრადირებული რადიკალური ოპოზიცია არ მინახავს 10 წელია.
  • ერთადერთი ხსნა გაქვთ – თავმჯდომარედ აირჩიოთ კლოუნი ხაბეიშვილი.
  • კანდიდატის სტატუსი, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება.
  • შესაძლოა, ჩვენს პარტნიორებთან გვქონდეს გარკვეული განსხვავებული შეხედულებები, მოსაზრებები, ეს ბუნებრივია, ვინაიდან ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და რაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს სჭირდება, ჯერ ის უნდა გავაკეთოთ.
  • ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან გვაქვს წარმატებული თანამშრომლობა, განხორციელებული გვაქვს ძალიან ბევრი პროგრამა, პროექტი ერთად და, რა თქმა უნდა, ეს თანამშრომლობა გრძელდება, მე როგორც მთავრობის მეთაური ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაძლიერო.
  • დამთავრდა ის დრო, როცა ჩვენ უნდა შევასრულოთ ქვეყნისთვის საზიანო დირექტივები.
  • ჩვენ ყველას მოვუსმენთ მაგრამ რაც ჭირდება ჩვენს ქვეყანას იმას გავაკეთებთ.
  • ასევე მიუღებელია, როცა უცხო ქვეყნების ხელისუფლების მოქმედი თუ ყოფილი წევრები თავს ესხმიან ჩვენი ხელისუფლების მოქმედ თუ ყოფილ წევრებს.
  • ომის პარტია მზად იყო და არის ხელი მოაწერონ ქვეყნის პოლიგონად გადაქცევას.
  • ჩვენი მთავარი ოცნება და მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ქვეყნის გაერთიანება.
  • ქვეყნის გაერთიანების გარეშე როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენი მომავალი?

Post navigation

Previous: კეზერამ კი უყიდა ახალი პალტო, ფლოსტები და სახტუნაო თოკი, მაგრამ ,,პიპკიდან” რო აპარებს, ამას რას უზამს?! – იქაც ვიღაცას შემოეპანჩურინება!
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს – მე, როგორც მთავრობის მეთაური ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაძლიერო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.