თუშეთიდან მოქალაქეების, მათ შორის ტურისტების ვერტმფრენით გამოყვანის პროცესი განახლდა

150
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

თუშეთიდან ტურისტების და ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესი განახლდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ვერტფრენმა კიდევ 50 ადამიანი ჩაიყვანა თელავის აეროპორტში.

„ერთი რეისი გააკეთეს, 50 კაცია გადმოყვანილი. ორ რეისს კიდევ გააკეთებენ. ომალოში გადაყავთ მანქანებით სხვა სოფლებიდან მოსახლეობა და ტურისტები. იქ გროვდებიან და შემდეგ ხდება ვერტმფრენით გადმოყვანა“, – განაცხადა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოშვილმა.

24 სეტემბერს, ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე, უხვი ნალექის მოსვლის შედეგად თუშეთთან დამაკავშირებელი გზა დაზიანდა. ომალოში და მის მიმდებარე სოფლებში მყოფი საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების თელავში ჩამოყვანის მიზნით, პროცესში სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების დახმარებით ჩაერთნენ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება