ამირან გამყრელიძე – ბუსტერი საჭირო გახდება, მოსახლეობის 40 პროცენტი როცა იქნება აცრილი, შემდეგ ვიმსჯელებთ ამაზე

121
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, „ფაიზერის“ ვაქცინის ათვისება პრობლემა არ იქნება.

გამყრელიძის თქმით, ქვეყანას ამჟამად „ფაიზერის“ დაახლოებით 600 000 დოზა აქვს.

„ფაიზერის“ ვაქცინა არ დაგვრჩება. „ფაიზერის“ სადღაც 600 000-მდე დოზაა. 400 000-მდე დოზას ვადა აქვს წლის ბოლომდე, 200 000-ს ნოემბრის ბოლომდე. „ფაიზერმა“ ერთი კვირის წინ გამოაქვეყნა დასკვნები, რომ სამი თვით კიდევ უგრძელებენ ვადას. 600 000 დოზის ათვისებაში ვერ ვხედავ პრობლემას, თუ ინტენსიურად ვიმუშავებთ. „ფაიზერზე“ მოთხოვნილება ყოველთვის დიდი იყო. ახლა შედარებით მოიკლო, მაგრამ „ფაიზერი“ არ გაფუჭდება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

რაც შეეხება გამაძლიერებელ, ე.წ. ბუსტერ დოზებს, გამყრელიძის განმარტებით, ამ საკითხზე იმსჯელებენ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მოსახლეობის 40 პროცენტი იქნება აცრილი.

„ჩვენ ვთქვით, რომ როცა ავალთ აცრილი მოსახლეობის 40%-ზე, და იმედია ეს იქნება ოქტომბერში, შემდეგ ვიმსჯელებთ ამაზე. მანამდე ნუ წავართმევთ ამ დოზებს სხვას, ვინც არ არის აცრილი. ჯერ უნდა აიცრას მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, კიდევ მეტი. ბუსტერი საჭირო გახდება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება