Skip to content
01/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პასუხი რომ არ გაქვთ ამაზე, ამიტომ ხართ თქვენ და თქვენი „ტროიკა“ ამ ქვეყანაში უცხო ქვეყნის აგენტურა

მარშალ პრესი 18/11/2022
მამუკა მდინარაძე

გეკითხებით, საქართველო იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს? პასუხი რომ არ გაქვთ ამაზე, თქვენ და თქვენი „ტროიკა“ და დიდი გაერთიანება „ნაცმოძრაობის“ სახით, ამიტომ ხართ უცხო ქვეყნის აგენტურა ამ ქვეყანაში და უსამშობლო ადამიანები, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული იცნების“ თავმჯდიმარემ მამუკა მდინარაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„ავიღოთ ორი გამოსვლა – ერთი ბატონი ვარჰეის, რომელიც საქართველოში იყო ჩამოსული და უაღრესად პოზიტიური გზავნილები გაახმოვანა საქართველოს მიმართ. რომ წინსვლაა დემოკრატიის, რეფორმების კუთხით წინსვლაა და რომ ეს ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. არ დააყოვნა ამაზე რეაქციამ, ჯინ შაჰინმა, გამოვიდა და ცდილობს რომ ეს პოზიტიური ნარატივი აბსოლუტურად შეცვალოს და გაანეგატიუროს. ორი დღის ინტერვალში ხდება. თვეების განმავლობაში ხმა არ ამოუღია საქართველოსთან დაკავშირებით. ანუ, ერთი პათოსი იყო, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და წინსვლაა ხელშესახები, ხოლო მეორე, რომ ეს ასე არ არის და პირიქით. თქვენ საით ხართ? რომელი მოგწონთ? გეკითხებით, საქართველო იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს? პასუხი რომ არ გაქვთ ამაზე, თქვენ და თქვენი „ტროიკა“ და დიდი გაერთიანება „ნაცმოძრაობის“ სახით და მისი დანაყოფები, თქვენი დავალების მიმცემების ჭკუაზე რომ დადიხართ, ამიტომ ხართ უცხო ქვეყნის აგენტურა ამ ქვეყანაში და უსამშობლო ადამიანები“, – აღნიშნა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: ლევან ნიკოლეიშვილი ნათია მეზვრიშვილს: გახარიამ თავი ქართულ პოლიტიკას და საზოგადოებას, გუნდის ღალატით და ზურგში დანის ჩაცემით დაამახსოვრა, აბა თქვენ იცით, არ ჩამორჩეთ
Next: ერთადერთი ხსნა გაქვთ, რომ აირჩიოთ კლოუნი ხაბეიშვილი – ირაკლი ღარიბაშვილი ნაც.მოძრაობას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025