Skip to content
09/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – პირადად ჩემთვის მიუღებელია და ვარჩევდი, რომ უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს აშშ-ს ელჩის მისამართით – თუ კითხვები არსებობს, კი ბატონო, კითხვები დავსვათ, მაგრამ არ შეიძლება ზომიერება დავარღვიოთ

მარშალ პრესი 18/11/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

ჩემთვის პირადად მიუღებელია და ვარჩევდი, რომ უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს ამერიკის ელჩის მისამართით. თუ კითხვები არსებობს, კი ბატონო, კითხვები დავსვათ. არ შეიძლება ზომიერება დავარღვიოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით უსმენენ.

როგორც პრემიერი განმარტავს, მისი პირადი ვალდებულებაა, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

„ჩემი პოზიცია ძალიან მარტივია, აქ სპეკულაციის მიზეზი არ არსებობს. ჩვენ ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს, ეს ურთიერთობა დაწყებულია მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.

„ჩემთვის პირადად მიუღებელია, მე ვირჩევდი, რომ უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს იგივე ამერიკის ელჩის მისამართით. ეს არის ჩემი აზრი. თუ კითხვები არსებობს, კი ბატონო, კითხვები დავსვათ. არ შეიძლება ზომიერება დავარღვიოთ. ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო, მაგრამ ძალიან ძლიერი ხალხით. ჩვენ უძველესი ერი ვართ, ჩვენ გვჭირდება პრაგმატული, გონივრული და ზომიერი მოქმედება და პოლიტიკის წარმოება. შეიძლება განსხვავებები გქონდეს ყოფილ თანაგუნდელებთან, შეიძლება სხვაც არ მეთანხმებოდეს, ეს ყველა ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა. ნურავის განვიკითხავთ, ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს. ვისაუბროთ, დებატები გავმართოთ, მაგრამ არ შეიძლება შეურაცხყოფის მიყენება ერთმანეთის მიმართ. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს სიმშვიდის დამყარება“, – აღნიშნავს პრემიერი.

Post navigation

Previous: აგვისტოს ომის შემდეგ, მაშინდელ ხელისუფლებას სანქციების დაწესების მიზნით კამპანია არ უწარმოებია, ხელი მოაწერეს მოღალატეობრივ რეზოლუციას
Next: პრემიერი – აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილი პირადად ხვდებოდა საზღვარზე რუს ტურისტებს და შემოსვლას ეხვეწებოდა, მერაბიშვილი კი ამბობდა, „მერე რა მოხდა, რუსულ ფულს სუნი არ აქვსო“ – ამის მერე რა უფლებით გველაპარაკებიან სანქციებზე?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.