ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე აგებული აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება და ახლა ახალ შინაარსს იძენს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის წერილშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით გამოუგზავნა.
„ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე აგებული აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება და ახალ შინაარსს იძენს. ვთვლი, რომ არსებობს შესანიშნავი შესაძლებლობები ჩვენი რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის ასამაღლებლად. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც წარმატებით გავაგრძელებთ ერთობლივ ძალისხმევას აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების გაფართოებისთვის, ყველა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, ჩვენი ქვეყნებისა და რეგიონის აყვავებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის უფრო მაღალ დონეზე აყვანისთვის“ – ნათქვამია წერილში.
