კახა იმნაძე: 30 წელია საქართველო გაერო-ს წევრია და ჩვენ აქამდე არ გვქონდა საჩუქრის გადაცემის საშუალება, ეს ახლა განხორციელდა

495
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

30 წელია საქართველო გაერო-ს წევრია და ჩვენ აქამდე არ გვქონდა საჩუქრის გადაცემის საშუალება, ეს ახლა განხორციელდა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ყველა იმ ღირებულებას, რომელიც საქართველოს აქვს, – ამის შესახებ საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, კახა იმნაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„პრემიერ-მინისტრს გამოსვლის გარდა ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ორი ღონისძიება, ერთ-ერთი მათგანი გაეროსთვის საქართველოს საჩუქრის გადაცემა იყო. ეს მართლაც საშვილიშვილო თემაა, იმიტომ, რომ 30 წელია საქართველო გაეროს წევრია და ჩვენ აქამდე არ გვქონდა საჩუქარი გადაცემული, ეს ახლა განხორციელდა და დარჩება, მუდმივად იქნება და ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ყველა იმ ღირებულებას, რომელიც საქართველოს აქვს და ის, თუ სად და როგორ არის ეს საჩუქარი განთავსებული, ეს დეტალებია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალებია, იმიტომ, რომ გაერო-ს შტაბბინაში, სწორედ იმ ადგილას, სადაც საქართველოს საჩუქარია, უშიშროების საბჭოს შესასვლელ კორიდორთან განთავსებული, ეს უშიშროების საბჭოა, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება, სადაც საქართველოს დელეგაცია არაერთხელ გამოსულა სწორედ დეოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით. ნებისმიერი გამვლელი, იქნება ეს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია თუ ტურისტი, რომელსაც ზოგჯერ აქვს გაეროში შემოსვლის საშუალება, გვერდს რომ ჩაუვლის ამ საჩუქარს, ბუნებრივია, საქართველო მის მეხსიერებაში მაშინვე ამოტივტივდება ხოლმე. ასე რომ, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ეს ფაქტი, რომ საქართველომ მოახერხა და გაერო-ს გადასცა საჩუქარი, ეს ყველაფერი ჰარმონიულად ერწყმის პრემიერის გამოსვლასაც“,-განაცხადა კახა იმნაძემ.

20-26 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციის წევრებთან ერთად, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაში მონაწილეობს.

ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით 24 სექტემბერს მიმართა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება