“ნაციონალური მოძრაობის” უფროსობის დანიშნული კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლა ახალ ეტაპზე გადავიდა.
“ივანიშვილის რეჟიმმა რუსული მეთოდებით ბრძოლა ჩემი და ჩემი თანამებრძოლების წინააღმდეგ კიდევ უფრო გააძლიერა და ახალ ეტაპზე გადაიყვანა. მთელი სახელისუფლებო მანქანა ამ ბრძოლაშია ჩართული. სუსი ტროლებითა და ბოტებით, ხელისუფლების პროპაგანდისტული მედია ტვ იმედი, და პოსტ-TV. სახელისუფლებო პროპაგანდა სრულად მომართეს ჩემი და ჩემი თანამოაზრეების, თანამებრძოლების წინააღმდეგ. სახლებში უვარდებიან გიორგი ბოტკოველს, დავით კირკიტაძეს და ცდილობენ “დასაჯონ” ჩემი მხარდაჭერისთვის. ჩემს – ჩვენს წინააღმდეგ ჩართული ჰყავთ ყველა ვინც რამით დაკავშირებულია “ქართულ ოცნებასთან” და ნაყიდი ჰყავს რუს ოლიგარქ ივანიშვილს.
მათი მხრიდან ამ ბინძური ბრძოლის მიუხედავად , ჩვენ მშვიდად და საქმიანად შევუდექით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის “გაძლიერებას და დარწმუნებული ვარ ცვლილებები ოპოზიციას ბრძოლისუნარიანსა და ძლიერს გახდის. ჩვენ უკომპრომისო, გადამწყვეტ ბრძოლაში შევალთ ივანიშვილის რეჟიმთან და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. მესმის, რომ სამთავრობო ვერტიკალი ისტერიკაშია და ეს ეტყობათ სრულ მობილიზებაზე. სწორად ნერვიულობენ, იმიტომ რომ ამ პროცესში მთავარია ხალხი და მოძრაობა, მთავარია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მხოლოდ მაძლიერებს, გვაძლიერებს და გვარწმუნებს ამ ბრძოლის სისწორეში მათი ისტერიკა და თავდასხმები.
ჩემო ძვირფასებო არ აჰყვეთ რუსული ოცნების პროვოკაციას და ნუ მოხვალთ თანხვედრაში კოლექტიურ კობახიძეებთან, ზარქუებთან.
გავძლიერდებით, გავიმარჯვებთ და დავამარცხებთ კორუმპირებულ, კრიმინალურ რეჟიმს. ძალა ერთობაშია”– წერს ხაბეიშვილი.
ამ თემაზე იხილეთ ხაბეიშვილის განცხადება კეზერაშვილზე, რომელსაც მილიარდების მოპარვაში ადანაშაულებდა, ხოლო დღეს, სწორედ კეზერაშვილის პროტექციით არის წარდგენილი ნაც.მოძრაობაში.
