Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 25%-30% სტაბილურად შედგება მოღალატეებისაგან – გიორგი არველაძე

მარშალ პრესი 18/11/2022
გიორგი არველაძე

“საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 25%-30% სტაბილურად შედგება გაცნობიერებული და გაუცნობიერებელი მოღალატეებისაგან” – ამის შესახებ საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი არველაძე წერს.

“ერთ მეცნიერულ ჭეშმარიტებას გაგიმხელთ, მაგრამ არ გეწყინოთ.

მრავალწლიანი საზოგადოებრივი აზრის კვლევების ანალიზის შედეგების საფუძველზე, შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 25%-30% სტაბილურად შედგება: ა) გაცნობიერებული მოღალატეებისაგან; ბ) გაუცნობიერებელი მოღალატეებისგან, ანუ იმდენად უვიცებისგან, რომ საკუთარ მოღალატეობას ვერც აცნობიერებენ.

ჯამში ქვეყნის ერთი მეოთხედი არის ქვეყნის მოღალატე. ეს დიდი ეროვნული ტრაგედიაა.

და ამაზე არავინ ლაპარაკობს,” – წერს საკუთარ გვერდზე გიორგი არველაძე.

გიორგი არველაძე არის ავტორი ცნობილი მოდელირებული ქრონიკის, რომელიც 2009 წელს, იმედის ეთერით გავიდა. იმ პერიოდში ის მისი ზემდგომების დავალებას ასრულებდა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – სააკაშვილმა არაერთხელ სცადა, თვითდაზიანებით თავისუფლება უზრუნველეყო – ეს კრიმინალებში მიღებული პრაქტიკაა, მაგრამ არ ხდება გათავისუფლების საფუძველი – რამდენი პატიმარი იცით, რომ საპატიმროს ნაცვლად საავადმყოფოშია?
Next: რუსთავში ერთ-ერთ ქარხანაში ხარაჩო ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.