კახა იმნაძე: პრემიერმა გაეროში მკაფიოდ ისაუბრა ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე

79
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროში, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მან აბსოლუტურად ყველაფერზე ისაუბრა. მან საქართველოს გამოწვევების გარდა ისაუბრა გაეროს პრობლემატიკაზეც. გლობალურ საკითხებზე, რომლებზეც უნდა იმუშაოს გენერალურმა ასამბლეამ, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ განაცხადა.

„პრემიერმა ისაუბრა იმ გზაზე, რომელიც საქართველომ გაიარა. საიდან წამოვედით, სად ვართ, რა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები გვაქვს. მან ძალიან მკაფიო გზავნილები გააჟღერა დეოკუპაციასთან დაკავშირებით. საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ უფრო აქტიურად იყოს ჩართული ჩვენი რეგიონის დეოკუპაციის საქმეში. პრემიერმა ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების პრობლემებს. მან კიდევ ერთხელ გააჟღერა სამშვიდობო ინიციატივა მშვიდობიანი სამეზობლო სიტუაციისთვის“, – განაცხადა კახა იმნაძემ.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება