ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ირაკლი ღარიბაშვილის ლექციით გაიხსნება

190
წაკითხვა/ნახვა
mpn

ძალიან დიდი ქართული საქმე გაკეთდა, რაც საამაყოა ყველა ქართველისთვის. ეს ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენაა, როცა ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ფუნქციონირებას იწყებს ქართველოლოგიის პროგრამა, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

განათლების მინისტრის ინფორმაციით, ეს საკითხი გადაწყდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით. „ძალიან დიდი იყო ინტერესი ამერიკაში და ზოგადად ჰარვარდში საქართველოს შესახებ და ამ პროექტს ხორცი შეესხა და 2022 წლის თებერვლიდან ეს პროექტი იწყებს ფუნქციონირებას“, – აღნიშნა ჩხენკელმა.

მისი თქმით, ქართველოლოგიის პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა სიღრმისეულად გაეცნონ საქართველოს ისტორიას, კულტურას, ლიტერატურას, პოლიტიკას, ეკონომიკას, საერთაშორისო ურთიერთობებს. „ასევე ხაზი მინდა გავუსვა სამეცნიერო კვლევით კომპონენტს, რომელიც ამ პროგრამის ეგიდით წარიმართება, რაც საშუალებას მისცემს ამერიკელ და ქართველ მკვლევრებს ერთობლივი პროექტების განხორციელებით, საინტერესო შედეგები მიიღონ. პროგრამის ფარგლებში პირველ ლექციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი წაიკითხავს“, – აღნიშნა ჩხენკელმა.

კომენტარები
mpn
მოწონება