ამ ტელევიზიების უკან ვინც დგას არავის გაუკვირდეს, თუ მრევლს მკაფიოდ ვეტყვით, რა გააკეთოს არჩევნებზე – ოპოზიციას წითელი აენთო

1137
წაკითხვა/ნახვა
mpn

“არავის გაუკვირდეს, თუ მრევლს მკაფიოდ ვეტყვით, რა გააკეთოს არჩევნებზე”. – ამბობს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. დეკანოზი ანდრიას თქმით, მედია ცდილობს, ეკლესია პოლიტიკაში ჩართოს. ის ტელეკომპანიებს მიმართავს, ნამდვილად სურთ თუ არა, მრევლს უთხრან, რას ფიქრობენ მათზე, ვინც “ამ ტელევიზიების უკან დგას”.

“თუკი ასეთი მონდომებით იქნებიან განწყობილი, ასეთი ლანძღვა და ცილისწამება იქნება, შეიძლება, შეკითხვა დავსვათ, მართლა გინდათ, რომ ჩვენი აზრი ვთქვათ? მართლა გინდათ, რომ ჩვენ ამ კუთხით ჩვენს მრევლს დაველაპარაკოთ, რომ ვინ რა პოზიციას იჩენს ეკლესიის მიმართ, რა ცილისწამებით გამოირჩევა რომელი ტელევიზია თუ პოლიტიკური დაჯგუფება? ამის მიხედვით მოვუწოდოთ მრევლს, რომ იმსჯელონ? თუ ეს დღის წესრიგში დგას მათთან, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთებაც და იქნებ ამაზეც იფიქრონ. წინასაარჩევნოდ რომ ხდება ეს ამბები, მგონი, რომ ესეც მინიშნება არის იმაზე, რომ ვიღაც ცდილობს ეკლესიის ჩართვას საარჩევნო პროცესში. მე მგონი, ვინც ეკლესიის დისკრედიტაციის კუთხით ცდილობს, ეს წარმოაჩინოს, თავის თავს ვნებს ძალიან.

[…] ეს ტელევიზიები არიან ძალიან მონდომებული, რომ პოლიტიკაში როგორღაც ჩართონ ეკლესია და, უბრალოდ, ამ ტელევიზიების უკან ვინც დგას, მათ ვუსვამთ კიდევ ერთხელ საკითხს, ნამდვილად გინდათ, რომ ეკლესიამ ყველაფერი ილაპარაკოს და წინასაარჩევნოდ ნამდვილად გინდათ, რომ თავის მრევლს ყველაფერი დაუღეჭოს და უთხრას, თქვენ შესახებ რასაც ვფიქრობთ? აი, შევხედავთ რამდენიმე დღე, კიდევ დავაკვირდებით რა რიტორიკა იქნება, რა პათოსი იქნება და შესაძლებელია, რომ ამის მერე არავის აღარ უკვირდეს, თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის თავის მრევლს, რა გააკეთოს მან არჩევნებზე”. – ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ერთსულოვნების ეთერში.

mpn
მოწონება