ირაკლი ჩიქოვანი – პრემიერ-მინისტრმა გაერო-ში გამოსვლისას ერთმნიშვნელოვნად ხაზი გაუსვა საქართველოს როლს, რომ იყოს ადგილი, საიდანაც ხდება სამშვიდობო ინიციატივების კოორდინაცია

135
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაერო-ს გენერალურ ასაბლეაზე მნიშვნელოვანი და შინაარსიანი იყო, სადაც ერთმნიშვნელოვნად ხაზი გაესვა საქართველოს როლს, რომ იყოს ადგილი, საიდანაც ხდება სამშვიდობო ინიციატივების კოორდინაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა ძალიან მკაფიოდ, კონკრეტულად და დეტალურად ისაუბრა ყველაზე დიდი გამოწვევაზე, ეს არის ოკუპაცია.

„მოწოდება, რომელიც მან გააჟღერა საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ, არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები და ამავდროულად იმედს ვიტოვებთ, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო ხდება რეგიონული მოთამაშე და საქართველოს ენიჭება რეგიონული ფუნქცია, ეს არის მისასალმებელი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მონაწილეებს გუშინ მიმართა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება