“ISFED”-მა ტაქტიკა შეცვალა, საკუთრ კვლევებში სიტყვა სავარაუდოდ, სიტყვა სმენიათ-ით ჩაანაცვლა

118
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ISFED”-მა ტაქტიკა შეცვალა, საკუთრ კვლევებში სიტყვა სავარაუდოდ, სიტყვა სმენიათ-ით ჩაანაცვლა. როგორც იტყვიან შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, სიტყვის შეცვლით მათი კვლევის არასერიოზულობა არ იცვლება, ISFED-ის კვლევა ისეთივე არასანდოა, როგორც მათ მიერ წარმოდგენილი სხვა კვლევები”- აცხადებს საარჩევნო საკითხების სპეციალისტი გიორგი ჭილაშვილი.

“არ მესმის, როგორ შეიძლება პრეტენზია გქონდეს სანდოობაზე და ამავდროულად შენ კვლევაში საკვანძო სიტყვა „სმენია” იყოს, მაგრამ პრივილეგირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ყველაფერი მოსულა.

როგორც დასკვნაში წერია, გამოკითხულთა 27 % უბნიდან ბიულეტენის გატანის შესახებ სმენია, მერე? ხომ შეიძლება ერთმა პიროვნებამ პირადი მიზნებისთვის უბნიდან ბიულეტენი გაიტანოს და ამის შესახებ 27%-მა იცოდეს? 27 პროცენტი სწორედ ერთ შემთხვევაზე საუბრობდეს? რა თქმა უნდა შეიძლება. 27 % არის ციფრებით მანიპულირება, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ცესკოს დისკრედიტაცია .ემსახურება

შემდეგი კითხვა ინფრასტრუქტურულ საკითხებს შეეხება, რომელიც არა საარჩევნოდ არამედ წინასწარ გაწერილი გრაფიკით ხორციელდება, “ISFED-ის ლოგიკით დაახლოებით 3 თვე ქვეყანაში ყველაფერი უნდა გაჩერდეს და ინფრასტრუქტურული პროექტები არ განხორციელდეს. კარგით რა, სასაცილოები ხართ.

ჩემთვის გაუგებარია, აღნიშნული კვლევით რისი თქმა გსურთ, ალბათ იცით, რომ არჩევნები ახლოვდება, ასეთ არაფრისმომცემ კვლევებზე დროის ხარჯვას, სჯობს პივიტი-ზე (PVT) ივარჯიშოთ..

P.s – დღეს დაბადების დღე გქონიათ, თქვენივე სიტყვებით, რომ ვთქვათ სავარაუდოდ გაიზარდეთ და შეცდომებს აღარ დაუშვებთ, სავარაუდოდ “პივიტის” დროს შეცდომას მაინც დაუშვებთ, მაგრამ სავარაუდოდ ერთი თვე აღარ დამალავთ, რადგან გვსმენია, რომ აღნიშნული შეცდომის გამო უცხოელი დონორები გაგიბრაზდნენ და სავარაუდოდ მკაცრი გაფრთხილება მოგცეს”- აღნიშნავს ჭილაშვილი.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება