გაეროს 76-ე სესიაზე ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლიდან ორ უმნიშვნელოვანეს თემას გამოვყობ – გაბრიჭიძე

425
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას გაეროში, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“გაეროს 76-ე სესიაზე ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლიდან ორ უმნიშვნელოვანეს თემას გამოვყობ: 1. დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით, დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია.
2. საქართველო მზადაა თბილისში უმასპინძლოს საერთაშორისო შეხვედრას, რომელშიც ჩაერთვებიან სამხრეთ- კავკასიელი მეზობლები და საერთაშორისო პარტნიორები.
ამ ორი პუნქტით პრემიერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველო ბოლო პერიოდში მნიშვნელოვან საერთაშორისო აქტორად ჩამოყალიბდა, რომელსაც ხელეწიფება ჩაერიოს და მოაგვაროს როგორც რეგიონში არსებულ კონფლიქტიდან გამომდინარე სხვადასხვა საკითხი, ასევე იყოს რეფორმებისა და ეკონომიკური ზრდის მაგალითი.
სწორედ ამ სტატუსმა განაპირობა საერთაშორისო შეხვედრის გამართვის მასპინძლობაზე განაცხადი, ხოლო საერთაშორისო ტრიბუნიდან გაკეთებული მიმართვა ოკუპაციის დასრულებაზე დახმარების შესახებ, იყო მიმართვა არა რომელიმე მეათეხარისხოვანი სახელმწიფოს წუწუნი, არამედ მნიშვნელოვანი, ღირსეული და წინ მიმავალი ქვეყნის განცხადება.” – წერსგაბრიჭიძე👍
კომენტარები
რეკლამა
მოწონება