Skip to content
12/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა რუსთავში, მეგობრობის გამზირის სარეაბილიტაციო პროცესი დაათვალიერა

მარშალ პრესი 08/04/2022
110

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რუსთავში, მეგობრობის გამზირის სარეაბილიტაციო პროცესი დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურს განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გააცნო.

როგორც მან აღნიშნა, პროგრამის, „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, რუსთავში  სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. აღნიშნული პროგრამით რუსთავში 40 მილიონი ლარის ინვესტიციაა გათვალისწინებული.

„განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, რუსთავში გათვალისწინებულია მეგობრობის გამზირის და მერიის წინ არსებული მოედნის რეაბილიტაცია. პროექტის შედეგად,  12 შენობის რეაბილიტაცია განხორციელდება.

როგორც ირაკლი ქარსელაძემ პრემიერ – მინისტრთან საუბარში აღნიშნა, მეგობრობის გამზირზე სრულდება შენობების კეთილმოწყობა, გადახურვა, საინჟინრო ქსელების მოწყობა. გათვალისწინებულია ლიფტების მოწესრიგება. პროექტის ფარგლებში განხორციელდება ასევე ქალაქის შემოსასვლელისა და თამარ მეფის სახელობის მოედნის განახლება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რამდენიმე ქუჩას და სკვერს. ამ დროისთვის პირველი ფაზის სამუშაოების 70 პროცენტი დასრულებულია.

პრემიერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი

Continue Reading

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავში, ნიჩბოსნობის მრავალფუნქციური სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო
Next: პატიმრების წამების და ცემის საქმეზე ბრალდებული კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი დაკავებულია (ვიდეო)

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025