მცდარია ის აზრი რომ ეკლესია უნდა იყოს ცალკე და სახელმწიფო ცალკე. ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებაში კი არ ვერევით, ერთმანეთს ვავსებთ

291
წაკითხვა/ნახვა
mpn

მცდარია ის აზრი რომ ეკლესია უნდა იყოს ცალკე და სახელმწიფო ცალკე. ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებაში კი არ ვერევით, ერთმანეთს ვავსებთ – ამის შესახებ ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ მარტვილში წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, არის მცდელობები, რომ გაემიჯნოს ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთს, თუმცა ეკლესია ისტორიულ როლს ასრულებდა ქვეყნის მშენებლობაში და გამთლიანებაში, რის გამოც ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის ეკლესია და სახელმწიფო უნდა გაერთიანდნენ.

„ძალიან გასაკვირია დღეს, რატომ არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ რომ ერი და ეკლესია ცალ-ცალკე იყვნენ, ეკლესია და სახელმწიფო არ უნდა მოღვაწეობდნენ ერთობლივად. ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას ეს – თუ ასეთი რამ მოხდა, ეს იქნება ისტორიის წყვეტაც, ტრადიციების დარღვევაც და ფასეულობების დარღვევაც. ქვეყნის მშენებლობაში ეკლესია და სახელმწიფო ყოველთვის იყო, არის და იქნება. ამ საქმეში ეკლესიას უპირველესი როლი ენიჭება. მცდარია ის აზრი, რომ ეკლესია უნდა იყოს ცალკე და სახელმწიფო ცალკე. ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებაში კი არ ვერევით, ერთმანეთს ვავსებთ. ამის მაგალითია გიორგი ჭყონდიდელი და დავით აღმაშენებელი“, – აღნიშნა მეუფემ.

დღეს მარტვილში ჭყონდიდობა აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა ეპარქიის მიტროპოლიტებმა საზეიმო წირვა ერთობლივად აღავლინეს.

კომენტარები
mpn
მოწონება