IMG.GE IMG.GE

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ფეისბუქში წერს:

“ასე, 2 ბოთლი ბორჯომით მივედი იმ 2011 წლის ავბედით ღამეს გლდანის ციხესთან საშიმშილოდ და კალმახელიძის გადასაყენებლად!

25.000 პატიმარი იჯდა, არადა სოლიდარობის გამოსახატავად მარტო ჩემი ძმა დარჩა ჩემთან ერთად! მაშინაც და ახლაც მჯეროდა, რომ ბიძინა ივანიშვილი გვიხსნიდა!
როცა მე მოდულის შენობაში გამათრიეს, ჩემი შვილები კი უდედოდ დარჩნენ, მაშინაც არ გავტყდი და ვიძახდი, ბიძინა მოვა და დედას გიტირებთ თქო!

ახლა ვიღაც ახალი, არსაიდან მოსული ტიპები ცდილობენ, ჩვენი გამარჯვება მიიწერონ! ის ტიპები, რომლებიც მაშინ ბიძინაზე ქირქილებდნენ და ახლაც ორ შაურად გაყიდიან!

დიახ, ბევრი რამე დასახვეწია, ბევრი რამე გამოსასწორებელი, მაგრამ მე პირადად და ათასობით ჩემნაირი გისოსებს მიღმა რომ არ ვართ, მადლობელი მხოლოდ ერთი კაცის ვარ და მალე პირადად გულწრფელად მივულოცავ ახალ დენდრო პარკს, ახალ ეკლესიას, ახალ გასართობ ცენტრს, ახალ ავტობანს, ახალ უნივერსიტეტს, და არა ახალ მიშასეულ საკონცენტრაციო ბანაკს!

P.S. და კიდევ!  თუ მე პერიოდულად თავს უფლებას ვაძლევ რაღაც არ მომეწონოს, ეს ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციაა, რომ ჩემს მოყვანილ მთავრობას ნაკლები ჩრდილი მიადგეს! ხო მართლა, და კალმახელიძე სადაა?”- წერს ლალი მოროშკინა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება