მიხეილ სააკაშვილი ლეიბორისტულ პარტიას თან აქებს და თან აჯ@ავს – ვახო სანაის გმირს უწოდებს და ზურაბ ჯაფარიძით განცვიფრებულია (ვიდეო)

985
წაკითხვა/ნახვა
mpn

უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ განცხადებას ავრცელებს:

„ქართული ოცნება“ შიდა კვლევებით, იმ სანუკვარ 43%-ს ახლოც ვერ უახლოვდება. ეს მათთვის ძალიან ცუდი ამბავია. ძალიან ცუდი ამბავია, რომ ევროპარლამენტმა მიუხედავად მათი ძახილისა, რომ ეს არის მხოლოდ შიდა არჩევნები და გავიდნენ შარლ მიშელის დოკუმენტიდან, გამოაგზავნა სადამკვირვებლო დელეგაცია. ეს არის ერთადერთი შემთხვევა ევროპაში, უახლეს ისტორიაში, როდესაც ევროკავშირი აკვირდება ფორმალურად ადგილობრივ არჩევნებს. მათი იციან, რომ ეს ადგილობრივი არჩევნები არ არის მხოლოდ. ეს არის რეფერენდუმი ხელისუფლების შეცვლის თაობაზე. მინდა ვუთხრა ყველა ოპოზიციურ ძალას, ჩვენ ახლა გვმართებს ერთიანობა, ერთიანი ფრონტით უნდა შევიდეთ განსაკუთრებით გაყალბებების წინააღმდეგ.

მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება, უნდა იყოს ფართო კოალიციური შეთანხმება, უნდა შევძლოთ ერთად ამ გარდამავალ პერიოდში სიტუაციის გამოცვლა. ახლა ძველი ქიშპობა, კბენა უნდა დავივიწყოთ, თუ, რა თქმა უნდა, ვიღაც პირდაპირ ივანიშვილზე არ მუშაობს და მისგან არ იღებს ამისთვის ანაზღაურებას. აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან კარგი ხალხია, მომწონს „გირჩის“, ზურაბ ჯაფარიძის ხალხი, დიდი სიურპრიზია, რომ „ლეიბორისტულ პარტიას“ ძალიან კარგი ახალგაზრდობა ჰყავს, ელენე ხოშტარიას ჰყავს ძალიან კარგი ხალხი, უამრავი სხვა ჯგუფია, რომელიც საინტერესოა ვახო სანაია და ნინო ჟიჟილაშვილი საერთოდ გმირები არიან” – აცხადებს უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი

მივმართავ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს, არ ჩამოდის მიშა, არჩევნებზე მე მომეცით ხმა და მერე ჩამოვიყვან – შალვა ნათელაშვილი

კომენტარები
mpn
მოწონება