
მთავრობის ადმინისტრაციის სტრატკომის წარმომადგენელი ბექა მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციური მედიის მიერ შექმნილ აჟიოტაჯს ეხმაურება და წერს:
“ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა, ქართველი ბავშვი გარდაიცვალა სიმსივნით თურქეთის კლინიკაში. დავალიანება ქონდა ოჯახს და ვერ ახერხებდნენ ცხედრის გადმოსვენებას. ამბავი გაიგო პრემიერმა, თურქეთში საქართველოს ელჩი ჩაერია და ბავშვის გადმოსვენების საკითხი მოგვარდა. ხო როგორი მძიმე და ტრაგიკული ამბავია, მაგრამ ტვ პირველი ახერხებს რომ ამ წუთას გაუშვას ეს ამბავი ისე თითქოს მთავრობა არაფერს აკეთებს ოჯახის დასახმარებლად. მიუხედავად იმისა რომ ბავშვის დედამაც დაწერა რომ გადაწყდა საკითხი. უბრალოდ არ ხართ ადამიანები და ყველაფრით შეგიძლიათ სპეკულირება და ხალხის მოტყუება, საერთოდ ყველაფრით.
პ.ს ფორმულა და მთავარიც არ ჩამორჩნენ, იგივე ქნეს.” -წერს მჭედლიშვილი