თუშეთში ჩარჩენილი ტურისტებისა და ადგილობრივების დასახმარებლად 2 ვერტმფრენი გაფრინდა – რა ვითარებაა სტიქიის ზონაში

147
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

თუშეთის მიმართულებით სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი უკვე გაფრინდა.

ავიაციის საშუალებით დღის განვალობაში 100-მდე მოქალაქეს ბარში ჩამოიყვანენ.

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ ერთადერთ საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მეწყრული პროცესებია განვითარებული, რის გამოც ამ მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია.

თუშეთში კი ამ დრომდე იმყოფებიან ადგილობრივები და ტურისტები რომლებიც დაზიანებული გზის გამო უკან დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

თუშეთის გარდა, სტიქიამ პრობლემები შექმნა რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტშიც მათ შორის პანკისი ხეობაში.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება