მივმართავ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს, არ ჩამოდის მიშა, არჩევნებზე მე მომეცით ხმა და მერე ჩამოვიყვან – შალვა ნათელაშვილი

1763
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

მივმართავ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს, ძვირფასო მეგობრებო ჩვენ ერთად გავიარეთ თანამებრძოლობის კურსი, მე მომეცით ხმა არჩევნებზე და მერე სააკაშვილიც ჩამოვა:

“ლეიბორისტული” პარტიის ლიდერს  საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის არ სჯერა. როგორც “ღამის კურიერში” შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, საქართველოს დასავლელი პარტნიორები მას ამის უფლებას არ მისცემენ.

“ეს ჩვეულებრივი პიარტექნოლოგიაა, ლიდერმა უნდა ჩაუნერგოს იმედი თავის ელექტორატს. იმედი და მოტივაცია თუ არ ექნება, ძალიან ღირსეული ხალხია მისი მხარდამჭერები – იდეის მსახურები არიან. ჯერჯერობით გაუმართლა ამ დაპირებებმა, ახლა არ ვიცი რამდენად დაიჯერებს კიდევ მისი ელექტორატი, ამიტომ მივმართავ “ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს, ძვირფასო მეგობრებო ჩვენ ერთად გავიარეთ თანამებრძოლობის კურსი, მე მომეცით ხმა არჩევნებზე და მერე სააკაშვილიც ჩამოვა: ” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება