Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, არ უნდა მოვთხოვოთ, რომ პატივი სცენ საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულ, ლეგიტიმურ ხელისუფლებას?

მარშალ პრესი 17/11/2022
მიხეილ ყაველაშვილი

„ეს განცხადებები შეურაცხმყოფელია“, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ ყაველაშვილი ამერიკელი სენატორების შეფასებებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.

მიხეილ ყაველაშვილი ხაზს უსვამს, რომ ქვეყნისგან, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, მსგავსი განცხადებები მიუღებელია.

„თუ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, არ უნდა მოვთხოვოთ, რომ პატივი სცენ საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულ, ლეგიტიმურ ხელისუფლებას?“, – ამბობს ყაველაშვილი.

მისივე განცხადებით, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ საქართველოში აშშ-ის ელჩს არგუმენტებზე დაფუძნებულ კითხვებს უსვამს, რომელთაც პასუხები ამ დრომდე არ გასცემია.

„ჩვენ, ადამიანები, რომელთაც ხმამაღლა დავიწყეთ ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასა და ეროვნულ ინტერესზე საუბარი, ქალბატონ ელჩს ფაქტებზე დაყრდნობილ კითხვებს ვუგზავნიდით და ვთავაზობდით, გამიჯვნოდა იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებდნენ ან იმ განცხადებებს, რომლებიც ენჯეო-სექტორიდან მოდიოდა. არც მალავენ, რომ ანჯეო-სექტორის 90% ამერიკელი გადამხდელების გადასახადებიდან ფინანსდება, როცა ამ ორგანიზაციებს შორის ასეთი კავშირია, ეს ორგანიზაციები ბედავენ, პოლიტიკურ სცენაზე გამოდიან და ხელისუფლების გადაყენებასა და რაღაც ტექნიკური მთავრობის შექმნაზე საუბრობენ. ამას ქალბატონი დეგნანი არ ემიჯნება“, – აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

Post navigation

Previous: გათითოკაცებული შეხვედრები “ევროპელ პარტნიორებთან” – წყლის, წვენისა და ფინჯანი ჩაის თანხლებით (ფოტოამბები) გრანდიოზული შეხვედრიდან
Next: ეს არის მარტივი მცდელობა, საქართველოში დააბრუნონ ხელისუფლება, რომელიც არა დემოკრატიული პრინციპების ერთგული და დასავლეთის პარტნიორი, არამედ ყურმოჭრილი მონა იქნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.