Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აშშ-ის ომის პარტიის აქტორები ამჟამად იყენებენ საკუთარ, მორიგ “ძუკნის შვილს”- გია აბაშიძე

მარშალ პრესი 17/11/2022
გია აბაშიძე

ივნისის ბოლოს, ბათუმის პორტში შემოვიდა გემი, რომელზეც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასპონსორებულმა ელენე ხოშტარიამ ექსკლუზიურად ატეხა განგაში – არიქა, სანქცირებული ტვირთი საქართველოშიაო! ოღონდ ეს ყველაფერი ხელისუფლებას დააბრალა და არა მის თანასპონსორს, თაღლით კეზერაშვილს. საბოლო ჯამში, გემს საბაჟო თანხმობა არ მიეცა და გააბრუნეს უკან. თუმცა, ნაცპროპაგანდისტური ხმაური ერთხანს არ მინელდა – წერს ექსპერტი გია აბაშიძე.

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, ბათუმის ნავსადგურში შესული სანქცირებული ტვირთიანი გემი ნაკაიძის [კეზერაშვილის] კომპანიის გახლდათ. „კანონზომიერებად ჩამოყალიბდა, რომ რაშიც რადიკალები ხელისუფლებას ადანაშაულებენ, თავად არიან ამ ბრალდებების ჩამდენნი. გაიშიფრა ძებნილი ოლიგარქის, დავით კეზერაშვილის, მისი ამერიკელი კურატორებისა და უსამშობლო ნაცოპოზიციის კიდევ ერთი ავაზაკური სქემა: 25 აპრილს, კეზერაშვილის ჯიბის ტელეკომპანია “ფორმულამ” გაავრცელა სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელშიც დამრეკავი, ვითომ სანქცირებული რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი ბიძინა ივანიშვილს სთხოვს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას.

“ფორმულასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ევტუშენკოვი ადასტურებს ფაქტს. დაუფარავი ფაქტია, რომ ევტუშენკოვი ბაიდენის ოჯახთან დაკავშირებული ბიზნესმენია და ამის გამო, ის ამერიკულ სანქციებს მარტივად გადაურჩა. რის სანაცვლოდ, ეს უცნობია, მაგრამ უფასო და უპირობო არაფერია არც პოლიტიკაში. ივნისის ბოლოს, ბათუმის პორტში შემოვიდა გემი, რომელზეც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასპონსორებულმა ელენე ხოშტარიამ ექსკლუზიურად ატეხა განგაში – არიქა, სანქცირებული ტვირთი საქართველოშიაო! ოღონდ ეს ყველაფერი ხელისუფლებას დააბრალა და არა მის თანასპონსორს, თაღლით კეზერაშვილს. საბოლო ჯამში, გემს საბაჟო თანხმობა არ მიეცა და გააბრუნეს უკან. თუმცა, ნაცპროპაგანდისტური ხმაური ერთხანს არ მინელდა. ზაფხულშივე, ლონდონში გაიმართა ძებნილი კეზერაშვილისა და ამერიკელი ექს-ჩინოსნის, კურტ ვოლკერის შეხვედრა. ხელოვნებასა და განათლებაზე რომ არ ისაუბრებდნენ, ეს ხაბეიშვილის დონის სუბიექტებისთვისაც დაუჯერებელია. თუმცა, იმ გამომძიებელი გერმანელი ჟურნალისტის მორიგი ფოტოსურათით, რომელმაც კეზერაშვილი-ვოლკერი დააფიქსირა, გაირკვა, რომ ოლიგარქი კეზერაშვილი შეხვდა მის ვეტერან ბიზნესპარტნიორს ვანო ნაკაიძეს. ბათუმის ნავსადგურში შესული სანქცირებული ტვირთიანი გემი ნაკაიძის [კეზერაშვილის] კომპანიის გახლდათ. კრიმინალი კეზერაშვილი და მის მიერ ნაყიდი უსამშობლო რევანშისტები ყველანაირი სიყალბით ცდილობენ საქართველოს იმიჯის დაზიანებას, თუკი ეს მცდელობა მათ რადიკალურ დღის წესრიგს წაადგება. ხოლო აშშ-ის ომის პარტიის აქტორები ამჟამად იყენებენ საკუთარ მორიგ “ძუკნის შვილს” (Son of a bitch), დავით კეზერაშვილს საქართველოში სიტუაციის აყირავებისა და რუსეთის წინააღმდეგ ჩვენს ‘დასახურდავებლად’. ეს ვერაგული ჯაჭვი თითქოს რთული აღსაქმელია, მაგრამ აშკარა ფაქტების მოშველიებით, იოლად ახსნადი. მშვიდობასა და სტაბილურობაზე ორიენტირებულ ქართველ ხალხთან დაუნდობელ ბრძოლაში ბოროტნი აუცილებლად მარცხდებიან. მრავალმილიარდიანი სარგებლის გამო, ომის მოსურნეთა (warmongers) გარდა, საქართველოს დასავლეთში ჰყავს ერთგული მეგობრები.“ – წერს აბაშიძე facebook – ზე

Post navigation

Previous: ქართული ოპოზიცია- საკუთრივ ელენე ხოშტარია, კეზერაშვილი და სხვები საქართველოში რუსული ინტერესების გამტარია
Next: არ ვიცი ვინ გადაწყვიტა „ნაცმოძრაობის“ შიგნით ამ პარტიული ორგანიზაციის გამასხარავება – მამუკა მდინარაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.