Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოლივერ ვარჰეი გამოვიდა პოზიტიური გზავნილებით და თავს დაესხა მთელი ოპოზიცია

მარშალ პრესი 17/11/2022
ირაკლი კობახიძე

გუშინ დავინახეთ, რომ გამოვიდა ევროკომისარი, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი გაფართოებაზე, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ეს ადამიანი გამოვიდა პოზიტიური გზავნილებით და თავს დაესხა მთელი ოპოზიცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ვერც მოითმინეს, მათ პირდაპირ წამოსცდათ, რომ უპირისპირდებიან ყველანაირ ძვრას კანდიდატის სტატუსის მიღების მიმართულებით. მათ აქვთ ერთადერთი პოლიტიკური ინტერესი, რომ სარგებელი ნახონ კანდიდატის სტატუსის არმინიჭებიდან, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. სწორედ ამიტომ არ უჭერენ მხარს 12 რეკომენდაციის ფარგლებში გათვალისწინებულ რეფორმებს, შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებს“, – აცხადებს კობახიძე.

სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ოლივერ ვარჰეი ევროკომისიაში ვიქტორ ორბანის პარტიის მიერ არის წარდგენილი, ორბანი კი პუტინის მოკავშირეა. ეს განცხადება ევროკომისარზე თავდასხმად შეფასდა სახელისუფლებო პარტიაში და ითქვა, რომ მისი შინაარსი ანტიდასავლურია.

Post navigation

Previous: ჩემო ელენე, ჩემო კეზერ მართალია თქვენ არ იცვლებით, მაგრამ ქართველები ძალიან შევიცვალეთ და თქვენს ღალატსა და უსამშობლოობას იმ დღესვე ვხვდებით
Next: ქართული ოპოზიცია- საკუთრივ ელენე ხოშტარია, კეზერაშვილი და სხვები საქართველოში რუსული ინტერესების გამტარია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.