IMG.GE IMG.GE

ალეკო ელისაშვილი ნათელაშვილის ელიტას გამოეთიშა და მიზეზად, ცალკეული ადამიანების მხრიდან მომავალ დაფინანსებაზე წამოწყებული საუბარი გახდა.

„ლეიბორისტების” ოფისში შეკრებილ ოპოზიციას გამოვეთიშე, რადგან 98% დისკომფორტს მიქმნიდა – მათთვის პოლიტიკა საშოვარია. იქ მყოფი ადამიანების 98% დისკომფორტს მიქმნიდა, “ნაციონალური მოძრაობით” დაწყებული და ძალიან ბევრი პარტიით დამთავრებული.

ვისთვისაც პოლიტიკა საშოვარია. იქ იყვნენ პასტით და ფურცლით რომ იყვნენ, რათა თავისი ხეირი დაეთვალათ, ბიუჯეტიდან რამდენს მოციცქნიან დაფინანსებას. ორ-ორი პარტიით რომ არიან დარეგისტრირებულები და რომ ჭამენ და ხრავენ საქართველოს ფულს.იმ აჯაფსანდალში ერთადერთი რამის გამო, პროპორციული არჩევნების მოთხოვნა იყო სახელმწიფოებრივი ამოცანა”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა გადაცემაში “რეაქცია”.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება