Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

„რესპუბლიკელებმა“ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს

მარშალ პრესი 17/11/2022
untitled

აშშ-ის შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკურმა პარტიამ“ მოიპოვა 218 მანდატი წარმომადგენელთა პალატაში, რაც საკმარისია უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად. ამის შესახებ CBS News-ი იტყობინება.

ამ დროისთვის 435-მანდატიან წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებს“ 218, „დემოკრატებს“ კი 212 კონგრესმენი ჰყავთ, კიდევ 5 მანდატის ბედი ჯერჯერობით უცნობია.

„რესპუბლიკურმა პარტიამ“ წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი ფრაქციის ლიდერი, კევინ მაკკარტი წარადგინა. ჯო ბაიდენმა მაკკარტის გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ მზად არის „რესპუბლიკელებთან“ თანამშრომლობისთვის. წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზე მაკკარტი ნენსი პელოსის ჩაანაცვლებს, რომელსაც ჯერჯერობით არ უთქვამს, სურს თუ არა უმცირესობის ლიდერის თანამდებობაზე დარჩენა.

კონგრესის ახალი შემადგენლობა მუშაობას იანვრიდან შეუდგება. აღსანიშნავია, რომ „დემოკრატიულმა პარტიამ“ კონგრესის ზედა პალატაზე, სენატზე კონტროლი შეინარჩუნა.

Post navigation

Previous: იკვრება საინტერესო ჯაჭვი: ვოლკერი, კეზერაშვილი, ნაკაიძე, ხოშტარია – ზაზა შათირიშვილი
Next: ევროპარლამენტარებისა და ცალკეული ოპოზიციონერების მხრიდან იყო მცდელობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი პირდაპირ შეხებოდა ბიძინა ივანიშვილს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.