გამარჯვების შემდეგ, ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას თითოეულ პროფესიონალთან, ვინც დღეს არის დასაქმებული მერიაში

225
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ოზურგეთის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე ოზურგეთის მოქმედი მერის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას პასუხობს და მერიის თანამშრომლებს მიმართავს:

“მინდა მივმართო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თითოეულ თანამშრომელს, ასევე, მათი ოჯახის წევრებს – საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, მივიღეთ არაერთი ინფორმაცია, რომ მოქმედი მერი, რომელიც დღეს, გახლავთ ოპოზიციური კანდიდატი ადგილობრივ არჩევნებში, ასევე, მერიის ზოგიერთი თანამდებობის პირი თანამშრომლებს ეუბნებიან, რომ ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, თითქოს “ყველას სამსახურიდან გაუშვებენ” და “თუ უნდათ სამსახურის შენარჩუნება, ხმა უნდა მისცენ კ. შარაშენიძეს”. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის სიცრუე, მანიპულაცია და საკუთარი თანამშრომლების შეურაცხყოფა. გამარჯვების შემდეგ, ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას თითოეულ პროფესიონალთან, ვინც დღეს არის დასაქმებული მერიაში, თითოეულთან, ვინც ერთგულად ემსახურება თავის საზოგადოებას და ქვეყანას. მჯერა, 2 ოქტომბერს სწორ არჩევანს გააკეთებთ და მხარს დაუჭერთ ოზურგეთის წინსვლას, განვითარებას და განახლებას, რისთვისაც ჩვენ – “ქართული ოცნების” გუნდს, საქმიანი პროგრამა და 8 პუნქტიანი გეგმა გვაქვს მომზადებული. განაცხადა ავთანდილ თალაკვაძე

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება