ამასობაში მთავარმა გიჟმა უკრაინიდან განაცხადა, რომ ამ საგიჟეთს მალე ბოლო უნდა მოეღოს და წერტილი დაესვასო – სოსო მანჯავიძე

701
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

“ვუყურე მელიას მიხტომას კობახიძესა ზედა. მანამდე მის საკვირველ ქცევას დებატებში, რომელიც მხოლოდ ამის გამო არ გავდა რომელიღაც ფილმს საგიჟეთზე.
ამასობაში მთავარმა გიჟმა უკრაინიდან განაცხადა, რომ ამ საგიჟეთს მალე ბოლო უნდა მოეღოს და წერტილი დაესვას. ოცნების მიერ ჩატარებულ კვლევაში ამ ბოროტ შმაგებს, რომლებიც ფსიქიატრიულში უნდა ისხდნენ და იძულებითი მკურნალობის კურსს გადიოდნენ, მოსახლეობის 27% უჭერს მხარს.

არა, მე არ ვამბობ, რომ სხვების მხარდამჭერი ყველა ჭკვიანია, მაგალითად, საინტერესო და შემეცნებითი იქნება ლეიბორისტების 0.9 % მხარდამჭერის ფსიქიატრიული შემოწმება, მაგრამ ახლა ამათზე ვსაუბრობ.
ასევე გულწრფელად მაინტერესებს, რას იტყვიან მიშას ფანები მისი შემდგომი არჩამოსვლის ასახსნელად.

ეთერებში გამოჩენა უნდა აუკრძალო და შრომითი თერაპია დაუნიშნო-ეს თუ გამოასწორებს ამდენ ამბიციურ გიჟს, სასაცილოც აღარ არის უკვე ეს პანოპტიკუმი”- წერს სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება