Skip to content
15/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მიდი, მეუფე, მიაწექი, თქვენია ეს ქვეყანა. იმედია, მალე კერძო თვითმფრინავებზეც გეყოფათ ფული – ვახო სანაია მეუფე ანტონს შეურაცხყოფს

მარშალ პრესი 16/11/2022
ვახო სანაია

ტელევიზიად წოდებული “ფორმულას’ ჟურნალისტად წოდებული ვახო სანაია სოციალურ ქსელში მეუფე ანტონს შეურაცხყოფას აყენებს და წერს:

“მოდი გავარჩიოთ მიტროპოლიტ ანტონ ბულუხიას სიტყვები.
მაგალითად, რომელიმე მედიასაშუალებამ მიკროფონი შეიძინა ან წამყვანს პიჯაკი უყიდა. მიტოპოლიტს ვინ ეკითხება ამ ამბავს ?! ამ კერძო მედიასაშუალების მეწილეა ? მენეჯმენტშია ? თანამშრომელია ? ან რა იცის მიტროპოლიტმა რომელი ჟირნალოსტი საკუთარი ნაშრომიდან ვის და რამდენით ეხმარება ?!
ახლა შევეხოთ სასულიერო პირების ავლადიდებას. ჩვენ, ვინც მართლმადიდებლები ვართ, ეკლესიის ნაწილად მივიჩნევთ თავს. გარდა ამისა, ეკლესიის შემოსავლის ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდანაა გადარიცხული და რომ მოვიკითხავთ, რაში იხარჯება, ეგეც აბრაზებთ. პლუს ხელისუფლებების მიერ გადაფორმებულია მიწები. წინასაარჩევნოდ კი, პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ, ნამდვილი აღებ-მიცემობა აქვთ გაჩაღებული. ანუ პოლიტიკაში ღიად ერევიან. ამასაც ვერავინ აუკრძალავს, მაგრამ როცა მათ ქმედებას ვინმე შეაფასებს, ესეც ჩვეულებრივი ამბავია.
აქედან გამომდინარე – როცა ეპისკოპოსს 120 000-დოლარიანი მანქანა უჩნდება, ყველას აქვს შეკითხვისა და შეფასების უფლება. საერთოდ ყველაფრის შეფასების უფლება აქვს ხალხს. მიტოპოლიტ ანტონსაც აქვს ამის უფლება, მაგრამ მისი ეს სიტყვები უსუსური მცდელობაა.
ვნახოთ, მედიასაშუალების მიკროფონი უფრო უარყოფითად იქნება აღქმული თუ 120 000-დოლარიანი ავტომანქანა.
ასე რომ, ტყუილად ბრაზდება ეკლესიის მრევლის ნაწილის მწვავე რეაქციაზე.
მიდი, მეუფე, მიაწექი, თქვენია ეს ქვეყანა. იმედია, მალე კერძო თვითმფრინავებზეც გეყოფათ ფული.” – წერს სანაია

Post navigation

Previous: ოლივერ ვარჰეი: დამაიმედებელი იყო იმის განხილვა, რომ პარლამენტი აქტიურად მუშაობს 12 პრიორიტეტის შესრულებაზე
Next: ბრეჟნევი ხარ,ბიჭო? ტაში იყო ქაჯობა, მარაზმი და ფსკერი ! – ელისო კილაძემ ლევან ხაბეიშვილს დაცინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.