როგორ ბედავს ეგ უნამუსო ადამიანი, რომ [ამბობს]10 ბოძი არის საჭიროო. ჯერ პასუხი აგოს სულხან მოლაშვილის წამებისთვის, – ამის შესახებ თამაზ მოლაშვილმა განაცადა, რითაც გამოეხმაურა მისი შვილის, სულხან მოლაშვილის საქმის პროკურორის, ვალერი გრიგალაშვილის Facebook პოსტს.
„მაგანაც და ბოკერიამაც ჩემი შვილი აწამეს. ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემი შვილი ნელი სიკვდილით მომიკლეს და ეს ნელი სიკვდილი გრიგალაშვილმა დაიწყო, მერე კი უმატეს და უმატა ყველამ. როგორ ბედავს ეგ უნამუსო ადამიანი, რომ [ამბობს]10 ბოძი არის საჭიროო. ჯერ პასუხი აგოს სულხან მოლაშვილის წამებისთვის“, – განაცხადა მოლაშვილმა.
სულხან მოლაშვილის საქმის ყოფილი პროკურორი და თბილისის ყოფილი პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი „ქართულ ოცნებას“ თბილისში ბოძებზე გაკვრით ემუქრება.
„ხერსონში უკრებმა მოღალატეები ბოძებზე გააკრეს, ქოცების ჩამოცილების შემდგომ ათამდე ბოძი თბილისშიც დაგვჭირდება, – დაწერა „ფეისბუქზე“ ვალერი გრიგალაშვილმა.
